რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა, რაც დაწყებული საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ოჯახურ ურთიერთობებში სრული ჰარმონიაა. ინტუიცია გეხმარებათ, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგოთ და ძველი წყენა დაივიწყოთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი საჩუქრები.
კურო
ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და ნერვიულობის მიზეზი გაქვთ, რადგან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგედგინათ. გეგმის გზადაგზა შეცვლა და მნიშვნელოვანი საქმეების გადადება გიწევთ, მაგრამ მიზნების მიღწევას მაინც შეძლებთ. ყურადღებით მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს, განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენი მდგომარეობის შესახებ თქვენზე მეტი იცის.
ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა. სირთულეები გარდაუვალია, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს სერიოზულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ, უმჯობესია, დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ ან საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ.
კირჩხიბი
ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. საყვარელ ადამიანთან სიახლოვე დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, გულწრფელი საუბრები და რომანტიკული სიურპრიზები. სამსახურში ფრთხილად უნდა იყოთ – შრომით ხელშეკრულებაზე ხელს ნუ მოაწერთ და თავი შეიკავეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის დაწყებისგან. დროა საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და გეგმები შეცვალოთ.
ლომი
იღბლიანი და წარმატებული დღეა. შეგიძლიათ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები განახორციელოთ – ყველა მცდელობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. თქვენ ადამიანების შთაგონების და იდეის გარშემო გაერთიანების საოცარი ნიჭი გაქვთ, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – დროა, ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ ან ვარჯიში დაიწყოთ.
ქალწული
დაძაბული დღეა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტები. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, მწვავე თემების განხილვას თავი აარიდოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. საბუთები და მიღებული ინფორმაცია რამდენჯერმე შეამოწმეთ, თუ შესაძლებელია, თქვენი მოვალეობების ნაწილი სანდო კოლეგებს გაუნაწილეთ.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი იდეები ოჯახის წევრებს გაუზიაროთ – მათი მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს, თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებებიც არ უნდა დაივიწყოთ.
მორიელი
ამ დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში უთანხმოება გელით. შეეცადეთ, გაუგებრობა მშვიდობიანად, სკანდალების გარეშე მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. შეიძლება ხელსაყრელი გარიგება დადოთ.
მშვილდოსანი
დღე სასიამოვნო სიურპრიზებს და ახალ ნაცნობობას გპირდებათ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და თქვენი პიროვნული თვისებებით ხიბლავთ. შესაძლოა, მენეჯმენტმა თქვენი დამსახურება აღიაროს და ფულადი პრემიით დაგაჯილდოოთ. გირჩევთ სამსახურში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და საკუთარი იდეების შესახებ მეტი ისაუბროთ. თქვენს ძალისხმევას ხელმძღვანელობა შეამჩნევს და დააფასებს.
თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და რადიკალური ცვლილებების დრო არ არის – მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე უნდა გაამახვილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოება გელით. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ეცადეთ, სიტუაციას იუმორით შეხედოთ.
მერწყული
შემოქმედებითი საქმიანობის და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მომავალში დაგეხმარებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
თევზები
მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და დამთხვევებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლებელია მცირე გაუგებრობა. გულწრფელი საუბარი დაა შეცდომების აღიარება დაგეხმარებათ, წყენა დაივიწყოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.
funtime.ge