1 ივნისს მომღერალი მამუკა ონაშვილი 56 წლის გახდებოდა. მომღერლის და მაიკო ონაშვილი გარდაცვლილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ.
მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი“, – წერს მაიკო ონაშვილი.