“ამბასადორი სპორტის” Youtube არხზე სტუმრად ჟრუნალისტი ლევან სალუქვაძე იყო, რომელმაც ჯაბა კანაკავასა და ნაკრების ურთიერთბაზე ისაუბრა. ამის შესახებ სტატიას sportline.ge ავრცელებს.
“ჯაბა ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, მშვიდი და გაწონასწორებული. მისგან ზედმეტ სიტყვას ვერასდროს გაიგებთ. ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო მას შემდეგ მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი აზრით გულდაწყვეტილი წავიდა და ამას კარიერის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
“შვედებთან თამაშისას არ შეიყვანეს, შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში არ დაუძახეს. ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? – “პირველ არხზე” გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო.
“მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა.
მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა”, – აცხადებს სალუქვაძე.