გარდაიცვალა ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე

გარდაიცვალა ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

,,გარდაიცვალა ქალბატონი  რუსუდან ლორთქიფანიძე, ქუთაისის კონსერვატორიის პროფესორი და უცვლელი ხელმძღვანელი, ათეული წლების განმავლობაში. ენერგიით სავსე,მიზანდასახული, დაუღალავი,მუდამ ჩვენს  გვერდში მდგომი.

დიახ,მან შექმნა ეპოქა, რომ არა ქუთაისის კონსერვატორია….

ოპერის თეატრს მუდამ  აკომპლექტებდა საუკეთესო კადრებით.ყოველივე ეს ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძის დიდი დამსახურებაა.

მე,როგორც კონსერვატორიის სტუდენტი და შემდეგ კონსერვატორიის პედაგოგი,მუდამ ვგრძნობდი თქვენგან მხარდაჭერას,გამხნევებას, თანადგომას,სიყვარულს.

მადლობა ყველა იმ სიკეთისათვის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ ჩემო უსაყვარლესო რუსიკო მასწავლებელო

მიყვარხართ❤️ მშვიდობით ქალბატონო რუსუდან.” – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ნაირა კიკოლიაშვილი.

,,ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამოს დამლოცველი…
ადამიანი, რომელმაც უდიდესი რამ გააკეთა ჩემთვის.
ის საოცრად ზრუნავდა ჩვენზე და მისი დარიგება მთელი ცხოვრება გამყვება…ბოლოს ჩემს სადოქტორო დაცვაზე მოვიდა და სიხარულის ცრემლებით დამემშვიდობა..დამემშვიდობა და დამიტოვა მთავარი საფიქრალი….ნუთუ ასე მაფასებდა …
მიყვარხარ და სულ მეყვარები..
ჩემს არქივს კი შემორჩა ერთი ვიდეო კადრი სადაც, სწორედ ისეთი ხართ , როგორიც უნდა იყოს ნამდვილი მასწავლებელი..
დასრულდა ეპოქები…
დაუჯერებელია!!!
თქვენ დატოვეთ ყველაზე დიდი მუსიკა-სიყვარული💗
რუსუდან ლორთქიფანიძე 💗” – წერს ნუკრი კარკაძე.

,,რუსუდან ლორთქიფანიძე.🥲

მრავალი მუსიკოსის აღზრდელი , და ხელშემწყობი.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ რაიმე მოერეოდა.
ქალბატონი ცეცხლი, ენთუზიაზმით და ენერგიით სავსე, იდეების და საქმის გენერატორი ,ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე.
😥😥😥
ვუთანაგრძნობ ოჯახს და ყველა კოლეგას,

მშვიდობით ქალბატონო რუსუდან🥲🥲🥲” – წერს მეგი ჭანტურია.

,,როგორ მტკივა…
მეგონა, რომ გადაიტანდა და აუცილებლად დაძლევდა ამ უზარმაზარ პრობლემას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით, მაგრამ…
დასრულდა ჩვენი ქალაქის მუსიკალური სფეროს დიდი ეპოქა – გარდაიცვალა ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელიც სათავეში ედგა ქუთაისში კონსერვატორიის ფილიალს დღიდან დაარსებისა და რომელმაც საკუთარი მხრებით მოიტანა დღემდე სახელოვნებო განათლების ეს უმაღლესი საფეხური. საოცარი ხელმძღვანელი, საკუთარ საქმეში შეყვარებული პროფესიონალი.
არასდროს დამავიწყდება ქ-ნი რუსუდანის მხარდაჭერა და თანადგომა…
თავზარდამცემი და მტკივნეულია ყველა ჩვენთაგანისადმი ამ ადამიანის ასეთი მოულოდნელი გარდაცვალება.
…თუმცა ის წავიდა როგორც დიდ მაესტროს შეეფერებოდა – მოულოდნელად და “დიდი სცენიდან”..- წერს ნინო დოღონაძე.