პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ოქროს მედალს დაეუფლა.
24 წლის ქართველმა იაპონელი სანშირო მურიო დაამარცხა და კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.
სოციალურ ქსელში ლაშა ბექაურის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის რეპერ სნუპ დოგთან და იტალიელ მუსიკოს ალ ბანო კარიზთან ერთადაა.
„მომილოცეს ლეგენდებმა ლეგენდას“, – ამბობს ლაშა ბექაური.