პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილი გამოეხმაურა და ილია სულამანიძე საჯაროდ გაამხნევა.
„ჩემთვის ჩემპიონი ხარ, გილოცავ“, – წერს ცოტნე ივანიშვილი.