პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა შორის კრივში გამართულ შეხვედრა, რომელიც იტალიელ ანჟელა კარინისა და ალჟირელ იმან ხელიფს შორის გაიმართა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კარინიმ ბრძოლა დაწყებიდან 43 წამში პროტესტის ნიშნად შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც მეტოქის ორი შეტევა ვერ მოიგერია.
„ასეთი სიძლიერის დარტყმები არასოდეს მიმიღია, პირველი ძალიან მძიმე იყო, მეორემ კი ცხვირი გამიტეხა. იმედგაცრუებული ვარ“, – ციტირებს ანჟელა კარინის გამოცემა „გარდიანი“.
ამ ამბავში კი სკანდალური ის ფაქტია, რომ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირელმა იმან ხელიფმა ტესტი ჩააგდო, შეჯიბრების ორგანიზატორების განცხადებით, მისი ტურნირიდან მოხსნის მიზეზი ის იყო, რომ ხელიფი მამაკაცია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საქმეში გაერო ჩაერთო. ამ ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხში, რიმ ალსალემმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.