ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თამაშზე თანხმობა განაცხადა, „ნაპოლი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ „ნაპოლი“ ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, მაგრამ ჯერ სიახლე არაა.
„ამასობაში, „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა პარიზული კლუბისგან შეთავაზება მიიღო. პსჟ-ი კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელების შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. პარიზული კლუბის მესვეურები ახლა აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებას ცდილობენ – ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.
ნეაპოლიტანური კლუბი კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს, ქართველი თავდამსხმელი ერთ-ერთია მათ შორის, ვისთანაც „ნაპოლის“ ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს თანამშრომლობა სურს“, – წერს ეკიპი.
1tv