ქართველი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადის ნახევარფინალში იონჰვან ლი დაამარცხა. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ტატომ დამატებით დროში კორეელს ვაზარით მოუდო.
რა იყო მანამდე?
მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დამატებით დროში ვაზარით მოუგო.
პირველ წრეში ტატო გრიგალაშვილმა მოლდოველი მიხაელ ლატისევი დაამარცხა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში კი ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.
ტატო ოლიმპიადას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით შეხვდა, პარიზში კი მე-2 ნომრად არის განთესილი. ის წინა ოლიმპიადაზეც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა…
შეგახსენებთ, ტატო ოლიმპიადას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით შეხვდა, პარიზში კი მე-2 ნომრად არის განთესილი.