ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა თუშეთის გზაზე სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები ამ წუთებში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.