წვიმამ რიკოთზე ისევ პრობლემები შექმნა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოძრაობა აღდგა:
“ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს” ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.