27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრობლემის ჩხუბით და წუწუნით არ გვარდება. ვარსკვლავების აზრით, ტყუილად ნერვიულობას მოვლენების თვითდინებაზე მიშვება ჯობს. როგორც ამბობენ, თუ რაღაცის შეცვლა გსურთ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ, თუ ვერაფერს ცვლით – მოთმინება.

კურო

ცვლილებებისა და სიახლეებისკენ ისე ისწრაფვით, როგორც არასდროს. საინტერესო მოვლენები და გეგმები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შემოიტანს, ჰაერივით გჭირდებათ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენს ჰოროსკოპში სიმშვიდე, მონდომება და საქმიანი მიდგომა ჭარბობს. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციებით ხელმძღვანელობთ და დავალებას ადვილად უმკლავდებით. ერთადერთი, რასაც ამ დღეს უნდა ერიდოთ, შემოქმედებითი საქმიანობაა. ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა, უარეს შემთხვევაში, საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში, არაეფექტური.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი გაკრიტიკება ან თქვენს მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა მოუნდებათ. თუ დაპირისპირება და ჩხუბი არ გსურთ, „დიპლომატიის ჩართეთ“ და პროვოკატორი ადამიანისგან თავი შორს დაიკავეთ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგი საკითხის სამომავლოდ გადადება ან გაუქმება მოგიწევთ.

ლომი

ამ დღეს ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რომ თავი სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნოთ, რადგან სიტუაციას მთლიანად აკონტროლებთ და ყველა ძაფი ხელში გიჭირავთ. ეს მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა, არსებობს გარკვეული სირთულეები – სხვისი აზრის მოსმენა არ გსურთ და თუ თქვენს გეგმებს საფრთხე ემუქრება, კონფლიქტს იწყებთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

ქალწული

საპასუხისმგებლო საკითხებში, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება შინაგანი სისუსტე იგრძნოთ და ეჭვებმა შეგიპყროთ. ისეთმა მარტივმა კითხვებმაც კი, როგორიცაა რა მოვამზადოთ ვახშამზე ან რა ჩავიცვათ, შეიძლება ქალწულის სულში ემოციების ქარიშხალი გამოიწვიოს! ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და გამოსავალი იპოვოთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ,

სასწორი

ამ დღეს ინტუიციამ შეიძლება გიღალატოთ, ამიტომ უმჯობესია გადაწყვეტილება ლოგიკისა და ზუსტი გათვლების საფუძველზე მიიღოთ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აურზაურს თავი დააღწიოთ, დასვენების დღე გამოაცხადოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოთ. მუშაობას მაინც ვერ შეძლებთ, ამიტომ გაანებივრეთ თავი იმით, რისთვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ. სილამაზის სალონში წასვლა, ფიტნესი ან შოპინგი საშუალებას მოგცემთ ახალი ძალებით და შთაბეჭდილებებით აივსოთ. ეცადეთ, ცოტა ეგოისტიც გახდეთ და საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტი ფული დაახარჯეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეძლებთ, ნებისმიერი უთანხმოება აღმოფხვრათ, რომელიც თქვენს სიახლოვეს წარმოიქმნება! ოპონენტებს მყარი არგუმენტებით და ნათელი გონებით ხიბლავთ. გასაკვირი არ არის, რომ გარშემო მყოფები სადავო საკითხების მოსაგვარებლად თქვენს რჩევას ელიან. გირჩევთ, თქვენი დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად და საჭირო ადამიანებისგან მხარდაჭერის მისაღებად გამოიყენოთ.

თხის რქა

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, უფროსთან ერთად, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ,ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – სწორად იკვებეთ.

მერწყული

ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა გსურთ და მოქმედებისთვის მზად ხართ. გირჩევთ, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ. ის საშუალებას მოგცემთ სოციალური თუ კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და თავი უკეთ იგრძნოთ.

თევზები

შესაძლოა რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ და იმაზე, თუ როგორ გადაჭრით მას ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოგიწიოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. მთავარია, რომ თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს და ამ არჩევანის შედეგებს დიდხანს იგრძნობთ.

წყარო: ფანტაიმი