ნორიო – მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ნორიო – მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი დღეს ჩავარდა❗️
საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, საინტერესოა ვინ გააკეთა და რამდენ წლიანი გარანტია ჰქონდა ამ ხიდს” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში.
“სამანქანო გზა სრულად ჩაინგრა… როგორი უბედურება დატრიალდებოდა…” – წერენ აღშფოთებული მოქალაქეები.