დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მიწისძვრის ბიძგების შემდეგ მერიაში შენობების დაზიანებაზე ან ნგრევაზე შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა.
როგორც მერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე რეგიონში სიმშვიდეა.
ბიძგები თბილისის დროით დილით 08:08 საათზე და შემდეგ 12:08 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.