საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მონაცემები განახლდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკასთან ახლოს იყო. ბიძგები თბილისის დროით 12:08 საათზე დაფიქსირდა.