მექსიკაში ქართველი ემიგრანტი, ხათუნა კვაჭარავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ის იტალიიდან გაემგზავრა მექსიკაში, სადაც გარდაცვლილი ნახეს. ახლობლების თქმით, ამერიკაში მიდიოდა.
„მოიხსენიეთ ახლად შესვენებული ხათუნა… კიდევ ერთი ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს იქ, სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ…“ – წერს შოთო სიხარულიძე.