ეკვადორული „ბარსელონა დე გუაიკილის“ 20 წლის პერსპექტიული და მზარდი მეკარე ჯასტინ კორნეხო გარდაიცვალა. ამის შესახებ worldsport.ge წერს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორნეხო აბაზანაში დაეცა, რამაც სავარაუდოდ, ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
“ასე რანაირად დაეცა აბაზანაში, რომ …”, ” ღმერთო ყველაფერს ხომ ბედი უნდა”…- წერენ სოცქსელებში.