8 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციგონგის სავაჭრო კომპლექსში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.