წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში – რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?

FBI-ს გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც დო­ნალდ ტრამპს პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ეს­რო­ლა, 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. ის მშობ­ლებ­თან ერ­თად წყნარ გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი.

ტრამპს ტყვია ყუ­რის არე­ში მოხ­ვდა – კრუკ­სის მიერ სრო­ლის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ერთი მხარ­დამ­ჭე­რი, ორი მათ­გა­ნი კი მძი­მედ და­იჭ­რა. თა­ვად კრუკ­სი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მოკ­ლეს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ტრამპს იცავ­დნენ, რო­გორც ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და ოფი­ცი­ა­ლურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს.

თო­მას კრუკსს თან არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ ჰქო­ნია და გა­მო­ძი­ე­ბამ მისი ვი­ნა­ო­ბა დნმ-ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ად­გი­ნა.

ბიჭი მშობ­ლებ­თან ერ­თად პიტსბურ­გის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 70 კი­ლო­მეტრში. 2022 წელს სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრი­ზის სა­ხით 500 დო­ლა­რი გა­დას­ცეს მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის­თვის – ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერს.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კრუკ­სი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ობ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი.

თუმ­ცა, სამი წლის წინ მან 15 დო­ლა­რი შეს­წი­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია ActBlue-ს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას.

მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, მკვლე­ლო­ბის დროს ბიჭს ეცვა მა­ი­სუ­რი Demolition Ranch-ის ლო­გო­თი. ეს არის YouTube-ს არხი მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რით, რო­მე­ლიც აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ ია­რა­ღი, რო­მე­ლიც თო­მას კრუკს­მა გა­მო­ი­ყე­ნა, მა­მა­მის­მა ლე­გა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა ექვს თვე­ზე მეტი ხნის წინ. ამის შე­სა­ხებ Associated Press ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ამ დრო­ის­თვის მკვლე­ბო­ბის მცდე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია

”ჩვენ ვერ და­ვად­გი­ნეთ რა მო­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და თო­მას მე­თიუ კრუკ­სი”, – გა­ნა­ცხა­და კე­ვინ რო­ჟეკ­მა, FBI-ის პიტსბურ­გის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დეს და მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რე­ბენ, რათა გა­არ­კვი­ონ, თუ რამ აი­ძუ­ლა გარ­დაც­ვლი­ლი ეს­რო­ლა ტრამ­პის­თვის.

კვი­რას გვი­ან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, რო­ჟეკ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ FBI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სწავ­ლო­ბენ კრუკ­სის პრო­ფი­ლებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

“ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ არა­ფე­რი გვი­ნა­ხავს სა­ში­ში. მაგ­რამ ჯერ დიდი დრო არ გა­სუ­ლა“, – თქვა რო­ჟეკ­მა.

გარ­და ამი­სა, FBI-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, კრუკ­სის ტე­ლე­ფო­ნი გა­იგ­ზავ­ნა ვირ­ჯი­ნი­ის FBI ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და მისი ბოლო კონ­ტაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლი­სას ასე­ვე არა­ფე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლა ბი­ჭის მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ.

თო­მა­სის მა­მამ, მე­თიუ კრუკს­მა, CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა მოხ­და. და ვიდ­რე შვილ­ზე პრე­სას­თან ისა­უბ­რებ­და, მა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უნდა გა­სა­უბ­რე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, კვი­რას ღა­მით, პო­ლი­ცი­ამ ალყა შე­მო­არ­ტყა კრუკ­სის სახ­ლს. ასე­ვე ად­გილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მე­ზობ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია. პო­ლი­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ამის მი­ზე­ზი კრუკ­სის სახ­ლში ნა­პოვ­ნი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გახ­და.

სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი კრუკ­სის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო მე­დი­ი­დან

მე­თიუ კრუკ­სის მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იპო­ვეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას The Wall Street Journal გა­მო­ძი­ე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ასე­ვე წერს, რომ მან­ქა­ნა, რო­მელ­საც 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სი მარ­თავ­და, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, ტრამ­პის კამ­პა­ნი­ის მი­ტინ­გის სი­ახ­ლო­ვე ნა­ხეს გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ასე­ვე გა­ჩხრი­კეს კრუკ­სის სახ­ლი, და­კი­თხეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

თო­მას მე­თიუ კრუკ­სი აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მოკ­ლა.

კრუკ­სი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე ცხოვ­რობ­და. ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხუ­რავ­და სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს ბატ­ლე­რის პარ­კის თავ­ზე “უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გამო”.

2022 წლის კლა­სის გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნი­ის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც New York Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, კრუკსს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დიპ­ლომს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით გა­დას­ცე­მენ. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ბიჭი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გვერ­დით დგას.

მე­დი­ამ ჯერ ვერ შეძ­ლო კრუკ­სის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ან­გა­რი­შე­ბის პოვ­ნა. META ამ დრო­ის­თვის არ პა­სუ­ხობს მე­დი­ის კი­თხვებს წა­ი­შა­ლა თუ არა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ან­გა­რი­შე­ბი Facebook-ისა და Instagram-ის გვერ­დე­ბი­დან.

წყარო: Ambebi.ge