ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ხვიჩა ხოჯავას ბიძასთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ადრე, 90-იანებში, ერთი ძალიან სიმპათიური, ძალიან კეთილი, ძალიან ვაჟკაცი და ყველანაირად არაჩვეულებრივი ბიჭი მომწონდა. რომანი არ გვქონია, თბილი ურთიერთობა გვქონდა დიდი პატივისცემით. ხშირად ვიყავით ერთად მეგობრების წრეში. ხვიჩა ხოჯავა ერქვა.
მერე ერთ დღეს, როცა მეგობრები მორიგჯერ შევიკრიბეთ და წვეულების შემდეგ ეზოსთან გამოვედით, ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს იქვე ქუჩაში. გავიდა და მალევე სროლის ხმაც გაისმა. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით. დეტალებს აღარ მოვყვები, მერე რა მოხდა.
ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო მაშინ.
შემდეგ დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა – მასავით სიმპათიური და საყვარელი…
დღეს კი უკვე მეორე ხვიჩა ხოჯავას სიკვდილის შესახებ გავიგე… გამაგრდი, მანანა… სხვა რა უნდა ვუთხრა ასეთი შვილის დამკარგავ დედას, არც ვიცი…” – წერს რაზმაძე.