ლელა კაკულია მორიგ წინასწარმეტყველურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ახალი სიტყვა: რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს და წავლენ!
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 79)
2013 წელი, 25 დეკემბერი
ვხედავ, რომ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ამერიკა–რუსეთის თანამშრომლობა–ურთიერთობები ძალიან დაიძაბება. მინდა აღვნიშნო, რომ როცა რუსეთი თავის პოლიტიკას ატარებდა, ამერიკაც ეთანხმებოდა და ევროპაც მნიშვნელოვან საკითხებში. ახლო მომავალში კი მოხდება პირიქით: არავითარი შეთანხმებები, არავითარი ერთობლივი მოქმედებები, მხოლოდ იმგინდა აღვნიშნო: სნოუდენი კვლავ განაგრძობს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემას. „აქ დიდი ალბათობაა, — ფიქრობს ამერიკა, — რომ ეს რუსეთის შეკვეთებია“.