ნეპალში წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში 2 ავტობუსი ჩავარდა, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ადგილობრივებმა ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ნეპალის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათ პოვნას უამინდობა და ადიდებული მდინარე ართულებს.
არ გამორიცხავენ, რომ ორივე ავტობუსში გაცილებით მეტი მგზავრი ყოფილიყო.
წყარო: digest.ge