2 ივლისს თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ. საღამო ამაღელვებელი, ემოციებით სავსე იყო.
ფეხბურთელებმა მსვლელობა ღია ავტობუსით გამართეს. გზად ქომაგები ეგებებოდნენ და მადლობას უხდიდნენ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული თამაშისთვის. საყოველთაო ზეიმიდან უკვე არაერთი ფოტო და ვიდეო კადრი ვნახეთ, მაგრამ ეს ფოტოები აქამდე უცნობი იყო და ახლახან ნაკრების ოფიციალურ გვერდზე, “ფეისბუქში” გამოაქვეყნეს.
“სამშობლოში დაბრუნებულებმა, პირველი ემოციები და სიხარული რა თქმა უნდა, ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებთან ერთად გავიზიარეთ. ნამდვილი ემოციების ზღვა, სავსე ქუჩები, მოედნები და ჩვენი ქვეყნის საერთო სიყვარული. ეს დღე ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება”, – ვკითხულობთ პოსტში.
წყარო: ამბები.ჯი