თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსის ადგილობრივი მძღოლი დაიღუპა და 20 ტურისტი დაშავდა. მათგან 16 რუსეთის მოქალაქეა, 4 კი – ბელარუსის.
ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტები, ავტობუსით, სასტუმროდან აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.