112 მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- წერს 112.
მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, ძალიან ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა…გაფრთხილება 26 ივნისის ამინდზე:
მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, ძალიან ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა… – გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს:
26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი), – წერია განცხადებაში.