„ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს… ღმერთო, ტვინი არ გადამიბრუნო…”

მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის თქმით, მის საყვარელ მამაკაცს, ბიზნესმენ დავით კოდუას საპირისპირო სქესის წარმომადგენლები სექსუალური ხასიათის ფოტოებს უგზავნიან. ამის შესახებ მოდელმა და ტელეწამყვანმა ერთ-ერთი სოციალური მედია პლატფორმის გამომწერს კითხვაზე “რას ერჩიან შენს რჩეულს?” უპასუხა:

“ვინ ერჩის, პირიქით, ძალიან უყვართ. სავსე გვაქვს ჩატი შიშველი გოგოების ვიდეოებით და სქრინებით. ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს… ღმერთო, ტვინი არ გადამიბრუნო… ძალიან ვხალისობთ“,- ამბობს ალექსანდრა.