გადამწყვეტი თამაშის წინ ,ბუდუ ზივზივაძის მამამ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რი­გი მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამო­ცა­ნა მარ­ტი­ვი არ არის, ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი, პორ­ტუ­გა­ლია უნდა და­ა­მარ­ცხოს.

ამ დღე­ებ­ში გახშირდა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლო მოწოდებები, რომ­ლე­ბიც ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან. ისი­ნი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ნაკ­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი ბუდუ ზივ­ზი­ვაძე მო­ე­დან­ზე არ ჩანს და სა­თა­და­რი­გო სკამ­ზეა.

ბევ­რი მათ­გა­ნი ამას ბუ­დუს ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს მი­ა­წერს და მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ფეხ­ბურ­თე­ლის მამა, კახა ზივ­ზი­ვა­ძე ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, “ამბებმა” მას კომენტარი სთხოვა:

„ბუდუ მზა­დაა და ყო­ველ თა­მაშ­ზე ელო­დე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ნი­ო­ლი. რა გი­თხრათ, ვერ ჩას­ვა ალ­ბათ და­გეგ­მილ და წარ­მოდ­გე­ნილ თა­მა­შის სქე­მა­ში.

ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. არ ვუშ­ლით ხელს. საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა, თა­ვის შანს ელო­დე­ბა, რომ გა­მოად­გეს ნაკ­რებს,

მჯე­რა, რომ ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ წინსვლის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ხა­რე­ბის­თვის”, – განაცხადა კახა ზივზივაძემ.

ambebi.ge