26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა.
სანიოლმა კითხვას, თუ რატომ რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ცოტა სათამაშო დრო, საკმაოდ მწვავე განცხადებით უპასუხა:
“თქვენ იცით, რომ ის გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.
პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამას პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე მირჩევნია ამ ყველაფრისგან შორს ვიყო. რადგან მსურს მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.
თუმცა, ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს 6-7 თვის ბევრი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე დავტოვე სათადარიგოთა სკამზე და ბუდუ ვათამაშე. ახლა ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ… ისევ გავიმეორებ, ვიღაც ბრიყვები მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და არ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიშს ვიხდი ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ” – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, კიტეიშვილი საქართველო – პორტუგალიის მატჩისთვის მზად იქნება:
“კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.
ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა”.