საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გულშემატკივარს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რომ არა ისინი, ნაკრები ასეთ დონეზე თამაშს ვერ შეძლებდა:
„რთული თამაში გამოვიდა. სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან გვაქვს, მაგრამ ფეხბურთია — ყველაფერი ხდება.
ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში გამოჩნდა ის ქართული სულისკვეთება, რაც თითოეულ ჩვენგან გვაქვს, თითოეულ ქართველს და პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც აქ მოვიდა დაგვეხმარა იმაში, რომ ეს ქართული სულისკვეთება გამოგვემჟღავნებინა. მადლობა მათ რომ ჩამოვიდნენ ამხელა გზაზე და მხარი დაგვიჭირეს იმიტომ, რომ მართლა საოცარი ატმოსფერო შექმნეს ორივე თამაშზე. მადლობა მათ, ისინი რომ არა ჩვენ ისეთ დონეზე ვერ ვითამაშებდით, როგორც დღეს ვართ“ — ამბობს გიორგი მამარდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ჯგუფში 1 ქულის მოპოვება შეძლო.