„დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!” – ვის დასჯას ითხოვენ სერბები UEFA-სგან

The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს”, – ნათქვამია სურბატოვიჩის 
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ – “დახოცეთ სერბები”.