უეფას ოფიციალურ გვერდზე კომენტარებში საქართველოსა და თურქეთის მატჩი შეაფასეს.
“რა მატჩი იყო! აქამდე ტურნირის საუკეთესო მატჩი. უწყვეტი შეტევები, გასაოცარი გოლები, ამდენი აცილება, მღელვარება იყო უმაღლესი დონის მთელი მატჩის მანძილზე. შესაძლოა საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდია, მაგრამ დღევანდელი საღამოს შემდეგ ისინი ყველას პატივისცემას იმსახურებენ”
“ახლა ვიეტნამში ღამის 1 საათია და მე ჯერ კიდევ მღვიძავს და ვტკბები ამ ფანტასტიკური მატჩით. საქართველო, უმაღლესი დონის სანახაობა იყო; მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდით, ბრწყინვალედ იბრძოლე. მადლობა ყველას ტურნირის აქამდე საუკეთესო მატჩისთვის”.- წერენ კომენტარებში.