საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩში ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა.
ქართველებიდან ყველაზე მაღალი სარეინტიგო ქულა გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა დაიმსახურეს (7.5)
ყველაზე დაბალი კი გიორგი წიტაიშვილმა (6.5) და ხვიჩა კვარაცხელიამ (6.6)მიიღეს
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ Sky Sports-თან ინტერვიუში კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა.
“თამაშის შინაარსიდან გამომდინარე უფრო მეტს ვიმსახურებდით. იმეგდაცრუებულები ვართ. გვქონდ აგოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთი ასეთია, შეცდომებს არ გპატიობს.
ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ გვექნება, უნდა გავაგრძელოთ ძველებურად მუშაობა.
კლუბზე ახლა საუბარი არ მინდა. მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ დავრჩები თუ არა ნაპოლიში” – ამბობს კვარაცხელია.