ყოფილი ტელეწამყვანი, მენეჯმენტის ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი ისტორიულ მატჩში საქართველოს მარცხს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„Nika Kavtaradze-მ და დათო ფორჩხიძემ ადრე, 2006 წელს (თუ არ ვცდები) საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მიუძღვნეს სიმღერა, სადაც იყო ერთი ასეთი დაუვიწყარი კუპლეტი:
მე მახსოვს მოგება,
მე მახსოვს წაგება,
მახსოვს შენი ქება
და შენი ძაგება,
შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ
და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ“ – წერს დავით გოგიჩაიშვილი.