სისხლიანი ანგარიშსწორება კუკიის დასახლებაში – მკვლელობის სავარაუდო მოტივად ნარკოტიკული თრობა სახელდება
მკვლელობა თბილისში – კუკიის დასახლებაში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას 10-მდე მოწმე ჰყავს. ადგილობრივები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, “პირველებთან” ამბობენ, რომ დაკავებული სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, კარის მეზობელი სხვაში აერია და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი. მეზობლები ყვებიან, რომ კარის მეზობელს კაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ყელის და გულ-მკერდის არეში. მამაკაცი ადგილზე სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. ჩამოვიდა და დახვდა სახლის კართან. ჩხუბი და კონფლიქტი…