მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი სიძე, ნიკო ნანიტაშვილი, „პრაიმტაიმთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ზურა საქართველოში გადმოიყვანეს და მკურნალობას ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის კლინიკაში განაგრძობს.
„უკეთესობა არაფერია, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, სისხლი სჭირდება და ოჯახის წევრებს, როგორც შეგვიძლია ვაბარებთ სისხლის ბანკში. ხალხის შეწუხება არ გვინდა და ვცდილობთ სანათესავო, რომ ჩვენი სისხლით გავუმკლავდეთ. ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის სისხლის ბანკში, ნებისმიერ სისხლს იბარებენ და შემდეგ ზურას რომელიც სჭირდება, იმაში ცვლიან“,- თქვა ნიკო ნანიტაშვილმა.