მკვლელობა თბილისში – კუკიის დასახლებაში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას 10-მდე მოწმე ჰყავს.
ადგილობრივები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, “პირველებთან” ამბობენ, რომ დაკავებული სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, კარის მეზობელი სხვაში აერია და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.
მეზობლები ყვებიან, რომ კარის მეზობელს კაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ყელის და გულ-მკერდის არეში. მამაკაცი ადგილზე სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.
ჩამოვიდა და დახვდა სახლის კართან. ჩხუბი და კონფლიქტი არ ჰქონიათ. ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, წამლის ქვეშ იყო და ეს ადამიანი, დათვად მოეჩვენა, თუ რად მოეჩვენა მე რავიცი. დანა გულში აქვს ჩარტყმული. კაცი დაკავებულია”, – ამბობს მეზობელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.