user

თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებული, მისი გამომწვევი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

Read More

ჯარიმები 500-დან – 5 000 ლარამდე იქნება – მთავრობა ჯარიმებს ამკაცრებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს.  კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე. შესაბამისი ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში…

Read More

“შარშან, შოვის ტრაგედიისას, მაშველად ყოფილა ჩასული” – ახალი დეტალები ბათუმში მოკლულ 27 წლის კაცზე

15 ივ­ლისს ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ მოკ­ლეს. “კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცის­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. მა­ნამ­დე თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს აგი­ნებ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­საც. 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი კა­ფეს წინ მი­ა­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 29 წლის რე­ვაზ ცე­ცხლა­ძეა. მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­თან…

Read More

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დონალდ ტრამპზე თავდასხმის საქმეზე?

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დონალდ ტრამპის თავდასხმის საქმეზე? – “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, საბა გუჯაბიძე “პირველი ხაზის” ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ შენობა, რომლის სახურავზეც 20 წლის დამნაშავე იმყოფებოდა, ტრამპის გამოსვლამდე ადგილობრივ პოლიციას უნდა შეემოწმებინა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას, შემოწმდა თუ არა სამართალდამცველების…

Read More

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – ვალუტის განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9696 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.

Read More

ცვლილებაა მოსალოდნელი – რა ამინდს ელიან თბილისსა და საქართველოში 16-18 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. „თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო…

Read More

ლევან საგინაშვილი დაქორწინდა – ნახეთ კადრები სპორტსმენის მოკრძალებული ქორწილიდან

ქართველი “ჰალკი”, ლევან საგინაშვილი დაქორწინდა. მისი  რჩე­უ­ლი ლელა ჯა­მას­პიშ­ვი­ლია. ქართველი “ჰალკი”, ლევან საგინაშვილი დაქორწინდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სპორტსმენის მოკრძალებული ქორწილიდან.

Read More

დედისერთა ბიჭს ფეხი დაუცურდა, ქვას თავი დაარტყა და მდინარეში დაიხრჩო! – სად დატრიალდა ტრაგედია და ვინ არის დაღუპული?

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 21 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ფეხი დაუცურდა და  თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა.  „საშინელი ტრაგედია ტრიალებს, დედისერთაა”, – ამბობენ ადგილობრივები. ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ნიკა გახარიაა.

Read More

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – არ დაიჯერებთ რა გახდა მკვლელობის მიზეზი

რა გახდა ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მიზეზი? – რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები. როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობა გამთენიისას მოხდა, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზად კი მუსიკის ხმამაღლა მოსმენას და ამაზე შენიშვნის გამოთქმას ასახელებენ. არაფრის გამო მოკლეს ადამიანი. მუსიკა რომ იყო, ალბათ, მეზობელი გამოსულა და მუსიკა ჩაწიეთ, დაწიეთ ხმა, არ შეიძლება უკვე, უნდა დავისვენოთ, ხალხი მოდის, დღიურად ბინას…

Read More

“ქალმა ჩემოდანი ნაგავსაყრელზე დატოვა, რომელშიც უსახლკარო კაცმა მოკლული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა” – ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც სავარაუდოდ, ბავშის დედაა ასახული

რუსეთის ქალაქ პერმში ახალგაზრდა ქალმა ჩემოდანი ნაგავსაყრელზე დატოვა, რომელშიც უსახლკარო კაცმა სასტიკად მოკლული მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. მედიაში გავრცელდა ქალის ვიდეოკადრები, რომელსაც ჩემოდანი ნაგვისკენ მიაქვს. სავარაუდოდ, ის მოკლული ბავშვის დედაა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. წყარო: Nexta

Read More