“შარშან, შოვის ტრაგედიისას, მაშველად ყოფილა ჩასული” – ახალი დეტალები ბათუმში მოკლულ 27 წლის კაცზე

15 ივ­ლისს ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ მოკ­ლეს. “კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცის­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. მა­ნამ­დე თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს აგი­ნებ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­საც.

27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი კა­ფეს წინ მი­ა­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 29 წლის რე­ვაზ ცე­ცხლა­ძეა.

მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა – შე­საძ­ლოა, ეს მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

“შარშან რაჭაში ყოფილა ჩამოსული მაშველად”.

“მუსიკას ჩაუწიეთო, უთხოვია”.

“ნასამართლევმა კაცმა მოკლა” – წერენ კომენტარებში.