20 წლის გოგო, რომელსაც პირდაპირ მოდების ჩვენებაზე შეეხო ამნისტია და ციხიდან გამოუშვეს, პირველ კომენტარს აკეთებს (ფოტოები)
სოციალური ქსელი მოიცვა პატიმარი გოგონას ვიდეომ, რომელიც პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს. გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა….