ცოტა ხნის წინ ქართველი პოეტი გარდაიცვალა – „ბუმბერაზი… დიდი… გაჰყვა თავის ზეციურ მუზებს“
გვერდი „ხევის ამბები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ბუმბერაზი… დიდი… გენიოსი თენგო ავსაჯანიშვილი დავკარგეთ… გაჰყვა თავის ზეციურ მუზებს და წავიდა ამ ქვეყნიდან… ჩვენი თენგო, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ქვეყნის და კუთხის დიდი მოსიყვარულე და მგოსანი… მეტს ვერაფერს ვწერ ამ წუთებში თენგოზე“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თენგო ავსაჯანიშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა და როგორც კომენტარებში წერენ, ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.