გვერდი „ხევის ამბები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ბუმბერაზი… დიდი… გენიოსი თენგო ავსაჯანიშვილი დავკარგეთ…
გაჰყვა თავის ზეციურ მუზებს და წავიდა ამ ქვეყნიდან…
ჩვენი თენგო, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ქვეყნის და კუთხის დიდი მოსიყვარულე და მგოსანი…
მეტს ვერაფერს ვწერ ამ წუთებში თენგოზე“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თენგო ავსაჯანიშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა და როგორც კომენტარებში წერენ, ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.