ჯარიმები 5 ათას ლარამდე იქნება – მთავრობა ავტომობილების ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე. შესაბამისი ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში…