სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია, ფოტოსთან ერთად, ბლოგერმა სალომე ბარკერმა გაავრცელა.
“შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ.“- წერს სალომე ბარკერი.
შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ ზუკა ბერძენიშვილიც “ფეისბუქზე“ წერს:
“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჯებო. ყველა შენახული მყავართ“ – წერს დაზარალებული.
როგორც ცნობილი ხდება, ზუკა ბერძენიშვილი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.