ახალციხეში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა – რა ხდება ადგილზე?

ახალციხეში, სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა.

დაშავებულია ახალგაზრდა კაცი. ისსასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.