თურქეთში მომხდარ საზარელ ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა – მანქანა, რომელშიც 3 წლის ბავშვიც იჯდა ტრაილერს შეასკდა

თურქეთში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა კიდევ ორი და დაშავდა ორი ადამიანი. 

ცნობილია, რომ ოჯახი მსუბუქი ავტომობილით ანტალიიდან ქალაქ ადანას მიმართულებით მიემგზავრებოდა, რა დროსაც მანქანას ტრაილერი დაეჯახა. დაშავებულები, სამი წლის გოგო და მამა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ისინი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩებიან. 

დაღუპულ 40 წლამდე ქართველ ქალს ზუგდიდში ხვალ ჩამოასვენებენ.