“სასწრაფოდ დაკეტეთ რიკოთი სანამ ტრაგედია დატრიალდება… მეწყერმა მანქანა მოიყოლა” – საშინელი კადრები უღელტეხილიდან (ვიდეო)

რიკოთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მანქანა მოიყოლა – რიკოთის უღელტეხილიდან საგანგაშო ვიდეოკადრები ვრცელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

მოქალაქეების ინფორმაციით, რიკოტის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.

“უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო. 
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე,” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

პარალელურად, რიკოთის უღელტეხილიდან გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ძლიერი წვიმის მძიმე შედეგებია ასახული.

სოციალურ ქსელში საგანგაშო კადრები ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, როგორ ურეცხავს წვიმის წყალი გადასასვლელ ხიდს საძირკველს.

“სასწრაფოდ დაკეტეთ რიკოთი სანამ ტრაგედია დატრიალდება… ახლა ხდება ამ წუთებში ეს” – წერენ სოციალურ ქსელში.