მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა… აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი – მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი… ამ წამს შემატყობინეს რომ…

დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, რომ დედით დაობლებული 4 ბავშვის მამა სასამართლომ გაამართლა და მალე, ის შვილების გვერდით იქნება.„ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და… ტელეფონი გამოვართვი

 აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი.

– მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი…
არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი მივხდი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხერული ბურთი გადავყლაპე.
ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც

და ამ წამს შემატყობინეს, რონ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის.
დანარჩენსაც გაგაებინებთ.

 ყველაფერთან ერთად ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ. ბავშვებს საკუთარი ჭერი სჭირდებათ და ნორმალური პირობები, რაც აუცილებლად ექნებათ.
ანგარიში ისევ კომენტარებში იქნება… სულ
ცოტა დაგვრჩა მთავარ მიზნამდეეეე“, – წერს დიკა სალაყაია.