ნახეთ, ხართ თუ არა იმათ სიაში, ვინც 800, 1000 ან 1200 ლარიან დაფინანსებას მიიღებს

რუსთაველი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან მუნიციპალიტეტისგან სწავლის დაფინანსებას მიიღებენ.

დაფინანსება არის სამი სახის:

81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;

90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით;

95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით;

სწავლის დაფინანსებას მიიღებენ:

ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი. (ვრცელდება სამივე საფეხურის სტუდენტზე).

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მაგისტრის და დოქტორის დაფინანსება:

85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში);