წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მის ხსოვნას ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად პატივი მიაგეს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.
სამოქალაქო პანაშვიდი მერიის წინ გაიმართა
გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, საკუთარ სახლში, ჯანმრთელობის უეცარი გართულების შედეგად გარდაიცვალა.