ნინი ქარსელაძემ თავის გამომწერებს აცნობა, რომ ქმარს დაშორდა.
ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მთავარია, მოინდომო.დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს. მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა,” – წერს “ინსტაგრამზე“ ნინი ქარსელაძე, სადაც გამომწერების შეკითხვებს გულახდილად უპასუხა.